weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ყოფილმა პარიზელმა უსახლკარომ „მიშლენის ვარსკვლავი“ მიიღო

14:34 შაბათი, 10 თებერვალი 2018

ყოფილმა პარიზელმა უსახლკარომ, წარმოშობით ლიბანელმა მზარეულმა, 43 წლის ალან ჟეამმა „მიშლენის ვარსკვლავი“ მიიღო. „მიშლენის ვარსკვლავს“ გამორჩეულ მზარეულებს ანიჭებენ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ალან ჟეამი საფრანგეთში 20 წლის ასაკში უფულო და ენის უცოდინარი ჩავიდა. მან კარიერა ჭურჭლის მრეცხავობიდან დაიწყო და ღამეებს პარიზის ერთ-ერთ პარკში, სკამზე ათევდა.

მზარეულად მუშაობა მან უბედური შემთხვევის წყალობით დაიწყო - ერთ დღეს, რესტორანში, სადაც ჭურჭელს რეცხავდა, შეფ-მზარეულს ხელი გაეჭრა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალან ჟეამი იძულებული გახდა რესტორნის კლიენტებისთვის საკვები თავად მოემზადებინა. ცოტა ხნის წინ კი მან ტრიუმფალური თაღის მახლობლად საკუთარი რესტორანი გახსნა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „მიშლენი“ დაინტერესდებოდა ჩემნაირი თვითნასწავლით, რომელსაც 20 წლის ასაკში ქუჩაში ეძინა და კარიერა ჭურჭლის რეცხვით დაიწყო. ვფიქრობდი, რომ „მიშლენი“ მხოლოდ მსხვილი და მდიდრული რესტორნებით ინტერესდებოდა, ან იმ მზარეულებით, ვინც დიდ ოსტატებთან სწავლობდნენ. პირიქით ყოფილა და ეს სასიამოვნო სიურპრიზია“, – ამბობს ალან ჟეამი.

„მიშლენი“ ან „წითელი მეგზური“ მსოფლიოში კულინარიის სფეროში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რეიტინგია, რომელიც 1900 წლიდან გამოიცემა. ამ წოდების ფლობა დადებითად აისახება რესტორნების ფინანსურ მდგომარეობაზეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]